Logo

ზელენსკი – პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მალე მიიღოს F-16-ები

უკრაინა
1377
Frontnews image description

პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მალე მიიღოს F-16-ები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, 18 ივლისს, იგი ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. მხარეებმა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

“დღეს ჩვენ გვაქვს პოზიტიური გადაწყვეტილება პოლონეთის მთავრობისგან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას მიიღოს F-16-ები,  რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მან მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეთანხმებების ეფექტური შესრულებისთვის.

 

პოლონური პორტალის Defense24-ის ცნობით, პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება შესაძლოა, უკრაინაში F-16-ების მიწოდების ორგანიზებას ან ლოგისტიკის საკითხებს უკავშირდებოდეს.

 

Advertisement