Logo

ზელენსკი პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდა

უკრაინა
896
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის და ლიეტუვის პრეზიდენტებს ანჯეი დუდასა და გიტანას ნაუსედას შეხვდა. მათ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

 

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან კოლეგებთან განიხილა ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცების აქტიური ქმედებები, ევროინტეგრაცია და უკრაინული “მშვიდობის ფორმულა”.

 

“დღეს ჩვენ განვიხილეთ აქტუალური და უსაფრთხოების საკითხების მთელი სპექტრი, რომელიც ობიექტურად დგას ჩვენს დღის წესრიგში. მე ვაცნობე ჩვენი ჯარისკაცების აქტიური მოქმედებების შესახებ, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ფრონტზე და საშუალებას მოგვცემს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ მაინც – გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ნატოს სამიტის მომზადებას. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამჟამად ალიანსს აქვს რეალური შესაძლებლობა მიიღოს სამიტის გადაწყვეტილება მთელი ევროპისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ნატოში მოწვევას.

 

“რუსეთი აგებს ამ ომს, ევროპაში ეჭვი არავის ეპარება და ჩვენ ვიპოვით მშვიდობას, ნამდვილ უსაფრთხოებას ჩვენი ხალხისთვის, ყველანი ერთად, ერთიანობით, ერთმანეთის გაძლიერებით, ჩვენი ალიანსის, კერძოდ ნატოს გაძლიერებით, ევროკავშირისა და ჩვენი საერთო ევროპის გაძლიერებით”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

 

პოლონეთის და ლიეტუვის პრეზიდენტები დღეს კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდნენ.

Advertisement