ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ პირველად პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
რუსეთის შეჭრის შემდეგ ზელენსკი პოლონეთში იმყოფებოდა, თუმცა ვიზიტს მაშინ ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია.
უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას შეხვდება.
პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ კონსულტაციები დელეგაციებს შორის დაიწყება.
