
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მხარეებმა რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის უკრაინაში მშვიდობის მიღწევა და დიდი შვიდეულის შეხვედრა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
"ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა ტრამპთან. მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს დაბადების დღე და დეტალურად განვიხილეთ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბრის დროს მან ტრამპს წარმატება უსურვა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების ძალისხმევაში.
პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს მადლიერებით ახსოვს ამ მხარდაჭერის ყველა ნაბიჯი - Javelin-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებიდან დაწყებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით დამთავრებული.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მან ტრამპთან მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს გარკვეული იდეები.
"ჩვენ განვიხილეთ, თუ რა შეიძლება დაეხმაროს მშვიდობის დამყარებას ახლა და მე პრეზიდენტს ვაცნობე ბრძოლის ველზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ჩვენი პოზიციების გამყარების შესახებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ G7-ის სამიტზე ჩვენი შეხვედრის დროს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კარგი იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას და სიცოცხლის დაცვას“, - აცხადებს ზელენსკი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს