Logo

ზელენსკი – პუტინი ამცირებს თავდასხმებს უკრაინაზე იმ დროს, როდესაც კიევი იწყებს შეტევას რუსეთის ტერიტორიაზე

უკრაინა
18.12.2024 / 20:12
Frontnews image description

რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ამცირებს თავდასხმებს უკრაინაზე იმ დროს, როდესაც კიევი იწყებს შეტევას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მას ეშინია, რომ ასეთი “პასუხი“ მის საზოგადოებას არ მოეწონება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან განაცხადა.

“რა თქმა უნდა, რუსეთი თავს ესხმის და გააგრძელებს თავდასხმას გამანაწილებელ სადგურებზე, ასევე თავს დაესხმება გაზის საწყობებს და მსგავს ობიექტებს, ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ თავი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი ფიზიკური თავდაცვა და მეტი დისტანციური შესაძლებლობები სამხედროებისთვის.

“რადგან პუტინი ამცირებს თავდასხმებს უკრაინაზე იმ მომენტში, როდესაც ვიწყებთ შეტევას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მას ძალიან ეშინია, რომ მისი საზოგადოება ამით უკმაყოფილო იქნება. მას ძალიან ეშინია, რომ შეიძლება დაკარგოს ელექტროენერგია და გაზი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ბარბაროსებთან, მისთვის გასაგები მეთოდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები