ზელენსკი – პუტინი და სხვა ნაძირალები ცდილობენ, მომხდარი სხვას დააბრალონ


ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირალები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირალები უბრალოდ ცდილობენ, ეს სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი შემოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს და მათ ადანაშაულებენ. მათ ასიათასობით ტერორისტი მოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ, რა ხდება მათ ქვეყანაში. ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეხედა, მათთვის მიემართა, ერთი დღის განმავლობაში გაჩუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია.
ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე იღუპებიან, საკმარისი იქნება ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად. და თუ რუსები მზად არიან ჩუმად დაიხოცონ “კროკუსებში” და არ დაუსვან კითხვები თავიანთ დაზვერვის სამსახურებს, მაშინ პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება. ტერორისტები ყოველთვის უნდა დამარცხდნენ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილად იცავს სიცოცხლეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს