Logo

ზელენსკი – პუტინმა უნდა დაასრულოს ჰააგაში, განსასჯელის სკამზე და სწორედ ეს უნდა უზრუნველვყოთ ყველამ მსოფლიოში

უკრაინა
773
Frontnews image description

ყველა ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოში, განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ამ დღეებში რუსი დიქტატორი ახდენს მორიგი არჩევნების იმიტაციას. მსოფლიოში ყველას ესმის, რომ ეს ფიგურა, როგორც ეს ხშირად მომხდარა ისტორიაში, უბრალოდ ავად არის ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ სამუდამოდ მართოს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ის არ ჩაიდენს პირადი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად და არ არსებობს მსოფლიოში არავინ, ვინც ამისგან იქნება დაზღვეული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მან მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოს და ლიდერს, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც “ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და დაარქმევენ”.

 

“ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის დანაშაული. ყველაფერზე, რაც გააკეთეს რუსი მკვლელების მიერ ამ ომში და პუტინის უწყვეტი ძალაუფლებისთვის, უნდა იყოს სამართლიანი შურისძიება. მას ყველაზე მეტად ეშინია მხოლოდ ერთი რამის – სამართლიანობის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, დღევანდელ “არჩევნებს” რუსეთის ფედერაციაში არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს.

 

“ამ ფიგურამ უნდა დაასრულოს ჰააგაში, განსასჯელის სკამზე და სწორედ ეს უნდა უზრუნველვყოთ ყველამ მსოფლიოში, ვინც აფასებს სიცოცხლეს და წესიერებას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Advertisement