ზელენსკი - პუტინს ამ ზამთარში უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის მოწყობა სურს

ავტორი
Front News საქართველო
პუტინს ამ ზამთარში უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის მოწყობა სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
დღეს, 24 ოქტომბერს, ზელენსკი ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "აბსოლუტური ერთგულება რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად".
მისივე თქმით, ამ კვირაში რუსეთზე ზეწოლის კუთხით უკვე დიდი ნაბიჯები გადაიდგა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს ამ ზამთარში უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის მოწყობა სურს.
დღესვე ზელენსკი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა მის უდიდებულესობას და სრულიად დიდ ბრიტანეთს ჩვენი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის, უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის დამყარების ძლიერი საჯარო მოწოდებებისთვის", - წერს ზელენსკი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


