ზელენსკი - პუტინს მშვიდობა არ სურს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გაგრძელება იმაზე მეტყველებს, რომ კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს.
უკრაინის ლიდერი კანადაში ჩავიდა, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდა. პრესკონფერენციაზე კარნიმ აღნიშნა, რომ ამჟამად არსებობს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობები. ამავდროულად, მან დაგმო რუსეთის მიერ კიევზე გუშინ ღამით განხორციელებული თავდასხმა.
ზელენსკის თქმით, ეს დედაქალაქისთვის „ძალიან რთული“ ღამე იყო და რომ თავად დარტყმები რუსეთის პასუხი იყო "სამშვიდობო ძალისხმევისთვის“.
"ეს აჩვენებს, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ის ომის კაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს ევროპელ მოკავშირეებთან ისაუბრებს და იმედოვნებს, რომ ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან „ძალიან მნიშვნელოვან“ და „ძალიან კონსტრუქციულ“ შეხვედრას გამართავს.
პუტინმა დღეს განაცხადა, რომ თუ უკრაინა არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება, მაშინ რუსეთი ყველა პრობლემას სამხედრო გზით მოაგვარებს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




