ზელენსკი – პუტინს შევხვდები მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვექნება საერთო გეგმა ტრამპთან, ევროპასთან


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და ამას გააკეთებს, როგორც კი უკრაინა შეიმუშავებს ერთობლივ გეგმას ამერიკის ლიდერ დონალდ ტრამპთან და ევროპასთან.
ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
“შესაძლოა, არის დეზინფორმაციის რაღაც ელემენტი, შესაძლოა, რუსებმა წამოწიეს ან ხელი შეუწყვეს. ასეთმა რამეებმა შეიძლება გაანადგუროს ერთიანობა. მაგალითად, საუდის არაბეთი, დიახ, მე ვეწვევი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, მაქვს დაგეგმილი ვიზიტები, მნიშვნელოვანი დიალოგი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი დღის წესრიგი“, – განმარტა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა უკრაინას რუსეთიდან უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში დაეხმარა.
“მე არ შევხვდები რუსებს, ეს არ არის ჩემი გეგმების ნაწილი. მე შევხვდები მხოლოდ ერთ რუსს – პუტინს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვექნება საერთო გეგმა ტრამპთან, ევროპასთან. ჩვენ პუტინთან ერთად დავსხდებით და ომს შევწყვეტთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვარ მზად შესახვედრად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს