Logo

ზელენსკი – პუტინს სურს შობა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად გამოიყენოს

უკრაინა
1070
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინი იყენებს ე.წ. “ზავს“, რათა შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა აღმოსავლეთში, თუნდაც ცოტა ხნით მაინც.

 

“ახლა მათ სურთ, შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და მობილიზებულები, საკუთარი ტექნიკა და საბრძოლო მასალა ჩვენ პოზიციებთან მიიტანონ. 

 

რას მოგვცემს ეს?! მხოლოდ დანაკარგის ზრდას. 

 

მთელ მსოფლიოში იციან, რომ კრემლი შესვენებებს იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement