Logo

ზელენსკი – ყირიმის დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს

უკრაინა
1199
Frontnews image description

ყირიმის გათავისუფლება რუსი დამპყრობლებისგან უალტერნატივოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

”ყირიმის მიწაზე ახლა რუსული სამფეროვანი დროშის ქვეშ ბოროტება, დამცირება, რეპრესიები, მკვლელობები, ომი სუფევს,  მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, სწორედ იქ ველოდებით გამარჯვებას, ამ ბოროტებაზე გამარჯვებას. ყირიმის დეოკუპაცია უდავოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ყირიმის ოკუპაციით, უკრაინელი და ყირიმელი თათრების თავისუფლების და ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, დაემონებინა უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ხალხები.

 

მისივე თქმით, ყირიმის განთავისუფლება აუცილებელია მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც ეფუძნება კონვენციებსა და გაეროს წესდებას და არა “მკვლელების, მოძალადეების, მძარცველების დანაშაულებრივ ჩვევებს, რომლის გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს“.

 

“როგორც ჩვენ ვცემთ პატივს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე, ასევე სამართლიანად ველით ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მთელს უკრაინაში, პოლესიიდან შავი და აზოვის ზღვების სანაპიროებამდე, ჩრდილოეთ ქალაქებიდან სევასტოპოლამდე და ქერჩამდე. მთელი ჩვენი აღმოსავლეთი, სამხრეთი, თითოეული ჩვენი საზოგადოება, თითოეული ჩვენი ხალხი თანაბრად იმსახურებს ცხოვრებას და თავისუფლად ცხოვრებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, მშვიდობა მსოფლიოში მხოლოდ კრემლის დამარცხებისა და ყირიმის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ დაბრუნდება.

Advertisement