ზელენსკი – ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი დამცველების სამიზნე ყირიმის ხიდია. ის უნდა განეიტრალდეს, რადგან ოკუპანტები მას ომისთვის იყენებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მიზანია გაათავისუფლოს ყირიმი დამპყრობლებისგან, რადგან “ის არის ჩვენი ქვეყნის სუვერენული ტერიტორია და ჩვენი ხალხის განუყოფელი ნაწილი”.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ყირიმის ხიდი არ არის მხოლოდ “პატარა ლოგისტიკური გზა”, რადგან მისი დახმარებით რუსული ჯარები იღებენ საბრძოლო მასალას და ახდენენ მთელი ნახევარკუნძულის მილიტარიზაციას.
“ჩვენთვის ეს არის მტრის ობიექტი, რომელიც აშენდა კანონის მიღმა, საერთაშორისო სამართლისა და მოქმედი ნორმების მიღმა. ამიტომ, ეს არის ჩვენი სამიზნე და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც მოაქვს ომი და არა მშვიდობა, უნდა განეიტრალდეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს