ზელენსკი – ყოველ დარტყმას უნდა მოჰყვეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, ეს აუცილებლად მოხდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის კრამატორსკის ცენტრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
“კრამატორსკი. რუსული რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრს. დაზიანდა ექვსი მაღალსართულიანი შენობა. დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, ერთი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ოჯახს”, – წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
“ბოროტი სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ანადგურებს სიცოცხლეს და არაფრის ტოვებს ადამიანურს. ყოველ დარტყმას, რომელიც ანადგურებს უდანაშაულო სიცოცხლეს, უნდა მოჰყვეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, ეს აუცილებლად მოხდება”, – განაცხადა ზელენსკი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს