Logo

ზელენსკი – ყველა Patriot ადგილზეა და ძალიან ეფექტურად ანადგურებს რუსულ რაკეტებს

უკრაინა
929
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუს სამხედროებს Patriot-ის არც ერთი სისტემა არ გაუნადგურებიათ. საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა მოქმედებს პოზიციებზე.

 

ზელენსკის თქმით, მიუხედავად ყველა განცხადებისა, რომ თითქოს Patriot-ები განადგურდნენ, ყველა მათგანი ახლა ადგილზეა, საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა მუშაობს და ჩამოაგდებს რუსულ რაკეტებს.

 

“რასაც არ უნდა ამბობდნენ რუსეთში, რომ თითქოს ჩვენი Patriot-ები განადგურებულია, ყველა მათგანი ადგილზე, ყველა მათგანი მუშაობს და ანადგურებს რუსულ რაკეტებს. და ანადგურებს ძალიან ეფექტურად. არც ერთი Patriot არ განადგურებულა!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

16 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა თითქოს კიევთან ახლოს Patriot-ის 5 კომპლექსი გაანადგურეს.

 

პუტინის განცხადების საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ, ალბათ, არ იცის რა არის Patriot და რისგან შედგება.

Advertisement