ზელენსკი - ყოველი რუსული რაკეტა აგრესორის პასუხია ომის დასრულების მოწოდებებზე

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ახალი მასშტაბური თავდასხმის შესახებ ინფორმაციის ფონზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ბრძანება გასცა.
"მე დავავალე უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს და "უკრენერგოს" აღმასრულებელ დირექტორს, დღესვე მოამზადონ საჭირო დამატებითი თავდაცვის ზომები, რუსეთის მიერ მასშტაბური დარტყმის მომზადების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გათვალისწინებით", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების წინა დღესაც კი, აგრესორი ქვეყანა უკრაინაზე დარტყმების გაგრძელებას გეგმავს.
"ეს ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ უყურებს რუსეთი თავისი პარტნიორების დიპლომატიურ ძალისხმევას. ყოველი რუსული რაკეტა აგრესორის პასუხია ომის დასრულების მოწოდებებზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




