Logo

ზელენსკი - ყველა აქტივობა ღირსეული მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული, ომი უნდა დასრულდეს

უკრაინა
172
Frontnews image description

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში ამჟამად უამრავი სამშვიდობო პროცესი აქტიურდება. ისინი ღირსეული მშვიდობის მიღწევაზე უნდა იყოს მიმართული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ახლა ბევრი პროცესი გააქტიურდა და ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ ყველა აქტივობა კონკრეტულად ღირსეული მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მიღწევისკენ იყოს მიმართული. ომი უნდა დასრულდეს; მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომისთვის არანაირ ჯილდოს არ მიიღებს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა თურქული დიპლომატიის სიძლიერეს ეყრდნობა. კერძოდ, მნიშვნელოვანია თურქეთის აქტიური მონაწილეობა "მსურველთა კოალიციაში“, განსაკუთრებით საზღვაო კომპონენტში.

"ყველას ესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ასეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ თურქეთთან ერთად არის შესაძლებელი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement