ზელენსკი - ყველამ გაიგო პასუხი, სუსტი პასუხი, მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება

ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინს არ სურს მშვიდობა და კვლავ ომის გაგრძელებას ირჩევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"სამწუხაროდ, რუსული მხარე კვლავ ომს ირჩევს - ყველამ გაიგო დღევანდელი პასუხი. სუსტი პასუხი. მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრი იმედგაცრუებულია ამ პასუხით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დიქტატორს არაფრის შეცვლა არ სურს და უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ ეს ომი "მხოლოდ მას და მათ ახარებს, ვინც მისგან ფულს იწოვს" და ყველა მათგანი "დღეს ძალიან იღიმოდა".
"ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ნაკლები ფული უნდა ჰქონდეს და ზეწოლა - მეტი", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
4 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა და შეხვედრისკენ მოუწოდა. პუტინმა დღეს განაცხადა, რომ შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




