Logo

ზელენსკი - "რამშტაინის" დროს დაპირებული რაკეტები Patriot-ისთვის უკვე უკრაინაშია

უკრაინა
68
Frontnews image description

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი PAC-3 რაკეტების გერმანული პარტია მიიღო, რომლის გადაცემაზეც რამშტაინის ფორმატის ბოლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რაკეტების გერმანული ნაწილი უკრაინაში გუშინ, 10 მარტს ჩავიდა. სულ, ამ ტიპის დაახლოებით 35 რაკეტის გადაცემაზე შეთანხმება მოკავშირეთა ბოლო შეხვედრაზე შედგა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მიწოდება რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

"ეს არის ერთ-ერთი საჰაერო თავდაცვის პაკეტი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან პერიოდულად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მეტი გვინდოდა და ასეც მოხდა. ამ რაკეტების გერმანული ნაწილი გუშინ ჩამოვიდა, ამისთვის მადლობას გიხდით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება, თითოეული ასეთი მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცის დასაცავად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები