ზელენსკი – რაზე უნდა წავიდეს რუსეთი? სასურველია სამ ასოზე


ავტორი
Front News საქართველო
სასურველია, რომ რუსეთი სამ ასოზე წავიდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთის ფედერაცია სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
“რაზე უნდა წავიდეს რუსეთი? სასურველია სამ ასოზე, მართალი გითხრათ.
სასურველია, რომ მან უბრალოდ გაიგოს, რომ ის აკეთებს რაღაცას, რაც გვკლავს, ჩვენ კი თავს ვიცავთ და ვებრძვით მტერს, ჯერჯერობით ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა, ვიყოთ უფრო ძლიერები, რომ ეს ომი დასრულდეს 2025 წელს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან არადიპლომატიური ლექსიკისთვის ბოდიში მოიხადა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს