ზელენსკი – როდესაც რუსეთს შეეზღუდება მეზობლების დატერორების შესაძლებლობები, იძულებული გახდება, ეძებოს გზა მშვიდობისკენ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება ეძიოს ნამდვილი მშვიდობისკენ მიმავალი გზა მხოლოდ მაშინ, როცა მეზობლების დატერორების შესაძლებლობები შეეზღუდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს აქვს უნარი გააგრძელოს ტერორი, დარტყმები და ზოგადად სამხედრო ოპერაციები.
“როდესაც რუსეთს შეეზღუდება მეზობლების დატერორების შესაძლებლობები, იძულებული გახდება ეძებოს გზა რეალური მშვიდობისკენ, რადგან ეს არის პუტინის მთავარი უპირატესობა: სარაკეტო დარტყმები, მართვადი ბომბები, დრონები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ რუსული ტერორის ბლეკაუტი, რეალური მშვიდობის მისაღწევად.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს