Logo

ზელენსკი – როგორც საჰაერო თავდაცვა, ასევე შორ მანძილზე დარტყმებზე შეზღუდვების მოხსნა ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

უკრაინა
1009
Frontnews image description

უკრაინა არ წყვეტს პარტნიორებთან მუშაობას საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდის მიზნით. პრიორიტეტი უცვლელი რჩება – საბრძოლო ავიაცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ჩვენ არ ვწყვეტთ პარტნიორებთან მუშაობას, რათა გვქონდეს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და მეტი მაღალი ხარისხის წვრთნა და მხარდაჭერა ცის მცველთა ყველა ქვედანაყოფისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოს საჰაერო ფარის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საბრძოლო ავიაცია.

“ყველა დონეზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს პარტნიორებს ვუთხრათ, რა არის საჭირო უკრაინის ცის დახურვისთვის – “შაჰედების” და რაკეტებისგან დახურვის, მათ შორის მათ შორის ჩრდილოეთ კორეის რაკეტებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ტერორმა ყოველთვის უნდა წააგოს – ეს არის სიცოცხლის დაცვის ძირითადი პრინციპი.

”და ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს ჩვენს პარტნიორებთან მომავალში – როგორც საჰაერო თავდაცვა იცავს სიცოცხლეს, ასევე შორ მანძილზე დარტყმებზე შეზღუდვების მოხსნა ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

Advertisement