ზელენსკი “როსატომის” წინააღმდეგ სანქციებზე – ეს ადვილი არ არის, არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები გახდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სანქციების შემოღება გარკვეულ გლობალურ წინააღმდეგობას იწვევს, მაგრამ უკრაინა ამ საკითხში პროგრესს აღწევს.
“ეს ადვილი არ არის. არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ იყო დრო, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სხვა შეზღუდვები რთულად განსახორციელებელი ჩანდა. ისინი დანებდნენ. ახლა უკვე მოქმედებს – მაგალითად, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე რუსეთიდან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა მოითხოვს სანქციების დაწესებას რუსული სისტემის ყველა ელემენტის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ომში ტერორის უზრუნველყოფისა და აგრესიის დაფინანსებაში.
ზელენსკის თქმით, ისინი უნდა იყვნენ იზოლირებული მსოფლიო სისტემისგან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
სანქციები დაუწესდათ: “როსატომს”; სააქციო საზოგადოება “ბირთვული ენერგეტიკის ინდუსტრიის კომპლექსს”; სააქციო საზოგადოება “როსატომის ავტომატური მართვის სისტემებს“; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას “როსატომ დიჯიტალ სოლუშენს“; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას “RIAR-Generation”; ავტონომიურ არაკომერციულ ორგანიზაცია “სახელმწიფო კორპორაცია “როსატომის” კორპორატიულ აკადემიას; მათ წინააღმდეგ სანქციები 50 წლის ვადით იმოქმედებს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს