Logo

ზელენსკი – როცა ვსაუბრობ გადატვირთვაზე, ჩანაცვლებაზე, ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობას

უკრაინა
373
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ქვეყანაში რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლაზე ფიქრობს.

 

Rai1-თან ინტერვიუ დროს ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფიქრობს სახელმწიფოში სხვადასხვა ხელმძღვანელის შეცვლაზე, მაგრამ არ დააკონკრეტა, ეხება თუ არა ეს ზალუჟნის.

 

“რა თქმა უნდა, გადატვირთვა, ახალი დასაწყისია საჭირო. როცა ამაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობ ხელისუფლების რიგი ლიდერების შეცვლას და არა მხოლოდ ერთ სექტორში, მაგალითად, სამხედროში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ეს არის მთელი ხელმძღვანელ ჯგუფის კითხვა, რომელიც მართავს ქვეყნის დიდ და რთულ მანქანას.

 

“თუ გვინდა გავიმარჯვოთ, ყველამ ერთი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ. არ შეიძლება სასოწარკვეთა და დანებება. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი, პოზიტიური ენერგია, მიუხედავად ნეგატიური განწყობისა, რომელიც გარკვეულ მომენტებში შეიძლება დაგვეუფლოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, აუცილებელია ფიქრი მათზე, ვინც იძულებით გაიქცა საზღვარგარეთ, სანგრებში მებრძოლებზე, მათზე, ვინც საბრძოლო მასალის მწარმოებელ ქარხნებში სამ ცვლაში მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

 

“ჩვენ მათთვის შესაფერისი ენერგია უნდა გვქონდეს. ამიტომ, როცა ვსაუბრობ გადატვირთვაზე, ჩანაცვლებაზე, ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

 

Advertisement