ზელენსკი - რუსები კვლავ ახდენენ დარტყმების კონცენტრაციას ჩვენს ენერგოობიექტებზე, უკრაინა უპასუხებს მსგავს თავდასხმებს


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა, უკრაინა უპასუხებს მსგავს თავდასხმებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, შტაბის დღევანდელ სხდომაზე უპირველეს ყოვლისა ტექნოლოგიური საკითხები განიხილებოდა, ეს ეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების ხელმისაწვდომობას, წარმოების გრაფიკს და მიწოდების გრაფიკს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კიდევ ერთი საკითხი იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში, ენერგეტიკის დაცვა.
"რუსები ახლა კვლავ კონცენტრირდებიან დარტყმებზე ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვპასუხობთ და ვუპასუხებთ, მაგრამ მთავარი სისტემის სტაბილურობაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასევე მოისმინა ინფორმაცია უკრაინული დრონების წარმოების შესახებ: დრონების ხარისხი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა მწარმოებელს, რომელიც ზრდის მიწოდებას, მათ შორის შორი მოქმედების იარაღის.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს