ზელენსკი - რუსები მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას მოლაპარაკებების დღესაც აგრძელებენ, ომის დასრულების შესახებ არანაირი სიგნალი არ არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას ალასკაში მოლაპარაკებების დღესაც კი აგრძელებენ. მოსკოვი არ აჩვენებს არანაირ ნიშანს, რომ მზადაა უკრაინაში ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის დაზვერვისა და დიპლომატებისგან იღებს ცნობებს ალასკაში შეხვედრისთვის მზადების შესახებ - იმის შესახებ, თუ რით მიდის იქ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი. ამავდროულად, ცნობები მოდის უკრაინის რეგიონებიდან, რომლებიც 15 აგვისტოს რუსეთის თავდასხმების ქვეშ მოექცნენ.
"სუმი - რუსეთის თავდასხმა ცენტრალურ ბაზარზე. დნეპრის ოლქი - თავდასხმები ქალაქებსა და საწარმოებზე. ზაპოროჟიე, ხერსონის ოლქი, დონეცკის ოლქი - განზრახ რუსული თავდასხმები. ომი გრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი სიგნალი კრემლის მიერ უკრაინაში ომის დასრულებისთვის მზადების შესახებ - ალასკაში მოლაპარაკებების დღეს მტერი აგრძელებს მკვლელობას, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს რუსეთის რეჟიმისა და პუტინის რეალურ განზრახვებზე.
"ერთი დღით ადრე ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპელებთან განვიხილეთ, რამ შეიძლება რეალურად იმუშაოს. ყველას სჭირდება ომის სამართლიანი დასრულება. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაოს ომის დასასრულებლად. ჩვენ ამერიკის მტკიცე პოზიციის იმედი გვაქვს. ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული - რუსები გაითვალისწინებენ ამერიკის ძალას. სწორედ ძალას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს