Logo

ზელენსკი - რუსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პუტინთან შეხვედრა არ შედგეს

უკრაინა
184
Frontnews image description

რუსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა არ მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ომის დასრულების საკითხი ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს. თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ რუსები ყველაფერს აკეთებენ შეხვედრის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას, რუსეთისგან განსხვავებით, ლიდერებთან არანაირი შეხვედრის არ ეშინია.

"ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ პროდუქტიულად, შეძლებისდაგვარად. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორები ხელს შეუწყობენ რუსული მხარის მინიმალური პროდუქტიული პოზიციის უზრუნველყოფას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსების დიპლომატიისკენ იძულება.

"ჩვენ გვჭირდება ნამდვილად მკაცრი სანქციები, თუ ისინი არ დათანხმდებიან ამ ომის დიპლომატიურ გადაწყვეტას, თუ არ სურთ ომის დასრულება. ჩვენ ძალიან ვენდობით ჩვენი პარტნიორების ძლიერ პაკეტებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement