ზელენსკი – რუსები უკვე მზად არიან დამარცხებისთვის

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა დამცველებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ რუს ოკუპანტებზე, რომ ეს უკანასკნელნი გაიქცნენ ჩვენი მიწიდან და დაზარალდნენ, რადგან ოკუპანტებს საკუთარ ფიქრებში ომი უკვე წაგებული აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ოკუპანტები უკვე შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის. მათ გონებაში უკვე წააგეს ეს ომი. ჩვენ ყოველდღე უნდა მოვახდინოთ მათზე ზეწოლას, რომ საკუთარი დამარცხების გრძნობა გადაიქცეს მათ გაქცევად, შეცდომად, დანაკარგად”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მტერს ანადგურებს და სირთულეების მიუხედავად, საკუთარ მიწას უკრაინას უბრუნებს.
“ვემზადებით, რომ თქვენ, მებრძოლებს, კიდევ უფრო მეტი იარაღი მოგაწოდოთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგცეთ აგრესორის დასამარცხებლად და მშვიდობის აღსადგენად”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


