Logo

ზელენსკი - რუსების სასტიკი საჰაერო დარტყმა იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა, 20-ზე მეტი დაღუპული, მსოფლიო არ უნდა დარჩეს უმოქმედოდ

უკრაინა
380
Frontnews image description

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში პენსიების გაცემის დროს ხალხში საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაზე განხორციელებული სასტიკი საჰაერო დარტყმა. პირდაპირ ხალხზე, ჩვეულებრივ მშვიდობიან მოსახლეობაზე, იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 20-ზე მეტია. სიტყვები არ მყოფნის... სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული ასეთი დარტყმები ნამდვილად არ უნდა დარჩეს მსოფლიოსგან უპასუხოდ.

"რუსები აგრძელებენ სიცოცხლის განადგურებას, მაგრამ თავს არიდებენ ახალ მკაცრ სანქციებს, ახალ მკაცრ დარტყმებს. მსოფლიო არ უნდა გაჩუმდეს. მსოფლიო არ უნდა დარჩეს უმოქმედოდ. ჩვენ გვჭირდება რეაქცია შეერთებული შტატებისგან. ჩვენ გვჭირდება რეაქცია ევროპისგან. ჩვენ გვჭირდება რეაქცია ოცეულისგან. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქმედებები, რათა რუსეთმა შეწყვიტოს მკვლელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის თქმით, იაროვაიაზე მტრის დარტყმის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა.

Advertisement