Logo

ზელენსკი - რუსებმა 12 ივლისს უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 600-მდე დრონი გაუშვეს, რუსეთის საჰაერო დარტყმების შემცირება ახლავე სანქციებით შეიძლება

უკრაინა
304
Frontnews image description

რუსებმა დღეს ღამით, 12 ივლისს, უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და თითქმის 600 დრონი გაუშვეს, რომელთაგან ნახევარზე მეტი "შაჰედები" იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"26 ფრთოსანი რაკეტა და 597 დრონი, რომელთაგან ნახევარზე მეტი „შაჰედები“ იყო. 20-ზე მეტი რაკეტა და თავდასხმის დრონების აბსოლუტური უმრავლესობა განეიტრალებულია. მადლობა ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს შედეგისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საცხოვრებელ შენობებზე განხორციელდა.

ამ დროისთვის ცნობილია ჩერნივციში 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ, დაშავებული კიდევ 20 ადამიანი საჭირო დახმარებას იღებს.

"რუსეთის საჰაერო დარტყმების ტემპი სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს და მისი შემცირება ახლავე სანქციებით შეიძლება. ჩვენ გვჭირდება მკაცრი მეორადი სანქციები ყველას მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციას დრონების წარმოებაში და ნავთობიდან ფულის გამომუშავებაში ეხმარება. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა და ინვესტიციები ჩამჭრელ დრონებში, რომლებიც უკვე კარგ შედეგებს აჩვენებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

12 ივლისის ღამეს, რუსეთის ჯარებმა უკრაინას კამიკაძე დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. ჩერნივცი, ლვოვი და ლუცკი თავდასხმის ეპიცენტრები გახდნენ. დაზიანდა და განადგურდა ადმინისტრაციული შენობები, საცხოვრებელი შენობები, მაღაზიები და მანქანები. დადასტურდა ორი ადამიანის - 26 წლის ქალის და 43 წლის მამაკაცის დაღუპვა. სულ  მცირე ათი დარტყმა განხორციელდა ხარკოვზეც.

Advertisement