Logo

ზელენსკი – რუსეთი და ირანი ერთობლივად აგებენ პასუხს

უკრაინა
1419
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმზე რუსეთი და ირანი ერთობლივად აგებენ პასუხს.

 

“ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე რეგიონსა და ქალაქში დილა (19 დეკემბერი), სამწუხაროდ, გააფუჭა ირანული “შაჰედის” დამახასიათებელმა ხმამ. მაგრამ მათმა უმრავლესობამ, საბედნიეროდ, ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს და ამან ჩვენი დილა ცოტა უკეთესი გახადა“, – განაცხადა ზელენსკიმ  უკრაინელებისთვის ომის 299-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 

მისი თქმით, 19 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა 30 “შაჰედი” ჩამოაგდეს, რაც კარგი შედეგია.

 

“ეს “შაჰედები”, რომლებსაც რუსეთი იყენებდა, არის დრონების ახალი პარტიიდან. ორი რეჟიმის ასეთი ტერორისტული ინტერნაციონალი იბრძვის ხალხის წინააღმდეგ. ასე იყოს, ისინი ერთობლივად აგებენ პასუხს ამაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement