ზელენსკი – რუსეთი ერთ-ერთია, ვინც ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის უკან დგას


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი არის ერთ-ერთი მხარე, რომელიც მხარს უჭერს “ჰამასს” და დგას ისრაელზე თავდასხმის უკან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელზე თავდასხმის უკან ისინი არიან, ვინც საჯაროდ უჭერს მხარს “ჰამასს” და მხარს უჭერს მათ იარაღით და ეს ხდება არა მხოლოდ ერთ დღეს, არამედ დიდი ხნის განმავლობაში.
“სოციალურ ქსელებში ასევე შეგიძლიათ ნახოთ, ვინ აძლევს შესაბამის სიგნალებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც დაეხმარა და დგას ასეთი ნაბიჯების უკან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს