ზელენსკი – რუსეთი განიხილავს ტერორისტულ თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გავრცელებით


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, იფიქრონ ტერორისტული აქტის განხორციელებაზე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გავრცელებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე – ტერორისტული თავდასხმა რადიაციის გავრცელებით. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რადიაცია არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს და ვის დაარტყამს, მხოლოდ ქარის მიმართულებით განისაზღვრება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა არსებულ ინფორმაციას გადასცემს მოკავშირეებს – ევროპის, ამერიკის, აფრიკის ქვეყნებს, ასევე ჩინეთს, ბრაზილიას, ინდოეთს და არაბულ სამყაროს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით.
“არასოდეს არსად არ უნდა იყოს ტერორისტული თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურებზე. ამჯერად არ უნდა იყოს ისე, როგორ კახოვკის შემთხვევაში: მსოფლიო გაფრთხილებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის ფედერაცია აგრესიის ელემენტად იყენებს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკი – ეს ზაფხული იქნება ყველაზე ტრაგიკული ევროპის ისტორიაში, თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ შანტაჟს გააგრძელებს

უკრაინის დაზვერვა – რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებს

რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სარკოფაგს თავს დაესხა – რა არის ცნობილი და არსებობს თუ არა საფრთხე?