ზელენსკი – რუსეთი მარიუპოლის დამცველების გადარჩენის არცერთ ვარიანტს არ თანხმდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების გადასარჩენად უკრაინის არც ერთ შეთავაზებას არ თანხმდება.
“მარიუპოლში არიან ქალაქის მცველები. ისინი აზოვსტალის ტერიტორიაზე წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. ჩვენ ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ შესაძლებლობას მათ გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი ჯერ ჯერობით ბევრი შეთავაზებული ვარიანტიდან არც ერთს თანხმდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობამ პარტნიორებს საჭირო იარაღი სთხოვა, რათა მარიუპოლის განბლოკვა მომხდარიყო და ქალაქიდან სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები გამოეყვანათ.
“მაგრამ ის იარაღი და იმ რაოდენობით, რაც საჭიროა მარიუპოლის განბლოკისთვის, ჩვენ ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს