ზელენსკი – რუსეთი შეგნებულად აყენებს მოთხოვნებს, რაც ართულებს და აჭიანურებს ცეცხლის შეწყვეტას, აგრესორს ომის გაგრძელება სურს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი შეგნებულად აყენებს მოთხოვნებს, რაც ართულებს და აჭიანურებს უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას. აგრესორს ომის გაგრძელება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან მოლაპარაკებები გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან.
“პაპს ფრანცისკეს ვუსურვე სწრაფად გამოჯანმრთელება და მადლობა გადავუხადე ჩვენი ხალხისთვის ლოცვისა და მორალური მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, წმინდა საყდარმა მიიღო უკრაინელების სია, რომლებიც რუსებს ციხეებსა და ბანაკებში ჰყავთ. უკრაინა იმედოვნებს, რომ ვატიკანი მათ გათავისუფლებაში დაეხმარება.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლა და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დააახლოოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და უკრაინა მზად არის გადადგას ასეთი ნაბიჯები.
“ახლა მსოფლიო ხედავს, თუ როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად პირობებს, რომლებიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს ყველაფერს, რადგან რუსეთი ერთადერთი სუბიექტია, რომელსაც სურს, რომ ომი არ დასრულდეს და დიპლომატია დაიშალოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს