ზელენსკი – რუსეთი შეიძლება დათანხმდეს უკრაინასთან ცეცხლის სრულ შეწყვეტას დამატებითი პირობების გარეშე, მაგრამ ამისთვის აუცილებელია აშშ-ის ზეწოლა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი შეიძლება დათანხმდეს უკრაინასთან ცეცხლის სრულ შეწყვეტას დამატებითი პირობების გარეშე, მაგრამ ამისთვის აუცილებელია აშშ-ის ზეწოლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“უკრაინამ აჩვენა – და ამას ყველა ხაზს უსვამს – მზადყოფნა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისთვის. ჩვენ არანაირ პირობებს არ ვაყენებთ და რუსებს არ აქვთ რაიმე პირობების დაყენების უფლება”, – განაცხადა ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, უკრაინა ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ცეცხლის შეწყვეტისთვის და ამ პოზიციას მხარს უჭერენ ევროკავშირის ქვეყნები.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი თავს არიდებს ზავს, რადგან ფრონტზე გარკვეული წარმატებების მიღწევა სურს. ამის დასტურია მტრის გეგმები სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევისთვის, მაგრამ მტერმა თავისი განზრახვა ვერ განახორციელა.
“ვფიქრობ, რომ გაზრდილი ზეწოლა და დიალოგი ამერიკელებს და მათ შორის მაინც მიგვიყვანს ცეცხლის შეწყვეტამდე“, – აღნიშნა მან.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს