ზელენსკი – რუსეთი წააგებს ომს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა წარმატებული იქნება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი წააგებს უკრაინის წინააღმდეგ ომს, თუ ჩვენი დამცველები კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი ჯარები ფრონტის ხაზზე ძალიან მკაცრი წინააღმდეგობის წინაშე დგანან. იმიტომ, რომ უკრაინის ამ კამპანიაში (უკრაინელი დამცველების კონტრშეტევა) რუსეთის წაგება, მე ვიტყოდი, რომ რეალურად ნიშნავს ომში დამარცხებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ახლა ფრონტის ხაზიდან სიახლეები “ზოგადად დადებითია”, თუმცა ეს ძალიან რთულია.
12 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ერთ კვირაში უკრაინის დამცველებმა ოკუპანტებისგან 7 დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინის სამხედრო ძალების პროგრესი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ფიქსირდება.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს