ზელენსკი – რუსეთი ცდილობს დეოკუპაცია გააჭიანუროს, მაგრამ ის მაინც წააგებს


ავტორი
Front News საქართველო
რუს ოკუპანტებს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით უკრაინის კონტრშეტევის გადადება სურთ, თუმცა მტერი მაინც წააგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“მათ ეშინიათ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით კონტრშეტევას წამოვიწყებთ და სურთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება გაართულონ. მათ კარგად იციან, რომ ამ ბრძოლაში წააგებენ, ისინი აჭიანურებენ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ კახოვკის კაშხლის შესახებ ინფორმაცია პარტნიორებს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიაწოდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ არ შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულება რუსეთის ბრალის შესახებ კახოვკას ჰესის აფეთქებაში, მათი მიღება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა დაიწყებს იმ ტერიტორიის კონტროლს, სადაც სადგური იყო განთავსებული.
“ეს მოხდა მხოლოდ რუსეთის და იმ ხალხის გამო, რომლებიც ახლა აკონტროლებენ ამ რეგიონს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
6 ივნისს, ღამით, რუსმა ოკუპანტებმა დანაღმული კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. კაშხლის ნგრევის შედეგად ხერსონის რაიონის დასახლებების ნაწილი დაიტბორა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს