Logo

ზელენსკი – რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალ მასიურ დარტყმებს ამზადებს

უკრაინა
06.11.2022 / 23:58
Frontnews image description

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალ მასიურ დარტყმებს ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამისთვის რუსეთი ალბათ, ირანულ რაკეტებს გამოიყენებს.

 

“ტერორისტული სახელმწიფო აგროვებს ძალებს და საშუალებებს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების შესაძლო განმეორებისთვის, პირველ რიგში, ენერგეტიკაზე. ამისთვის სჭირდებოდა რუსეთს ირანული რაკეტები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ემზადება უპასუხოს რუსი ტერორისტების ახალ თავდასხმებს.

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას დღეს კრემლის შეიარაღებულ აგრესიაში მონაწილეობაზე ირანის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა.

 

“ირანის რეჟიმი უნდა დაისაჯოს და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დონეზე. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში… ყველამ უნდა აგოს პასუხი ომის შედეგებზე, ვინც რუსეთს ეხმარება”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

Advertisement