ზელენსკი – რუსეთის ადგილი არ არის G20-ში


ავტორი
Front News საქართველო
“სასურსათო გარიგების” შეჩერებით რუსეთის ფედერაცია გლობალური შიმშილის პროვოცირებას ცდილობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“როგორ შეიძლება რუსეთი იყოს G20-ში, თუ ის მიზანმიმართულად მუშაობს შიმშილზე რამდენიმე კონტინენტზე? ეს ნონსესია. რუსეთის ადგილი არ არის G20-ში”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შეთანხმების დარღვევის შესახებ რუსების გადაწყვეტილება დღევანდელი არ არის.
“რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა დაბლოკა გემების მოძრაობა. სექტემბრიდან დღემდე მარცვლეულის დერეფანში 176 გემი დაგროვდა, რომლებიც მარშრუტზე ვერ გადიან. ზოგიერთი მარცვლეულის გადამზიდავი უკვე სამი კვირაა ელოდება. ეს არის რუსეთის აბსოლუტურად შეგნებული ბლოკადა, ეს არის რუსეთის აბსოლუტურად გამჭვირვალე საფრთხე, რომ დააბრუნოს ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხე აფრიკაში, აზიაში. შვიდ მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის საკვების ხელმისაწვდომობა რეალურად უარესდება. ალჟირი, ეგვიპტე, იემენი, ბანგლადეში, ვიეტნამი – ეს და სხვა ქვეყნები შესაძლოა, დაზარალდნენ სასურსათო კრიზისის კიდევ ერთი გამწვავებით, რომელსაც რუსეთი შეგნებულად პროვოცირებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა შეაჩეროს მონაწილეობა “მარცვლეულის შეთანხმებაში” თითქოსდა, “შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმის გამო“. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს