ზელენსკი – რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ “ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა მოსკოვისთვის დასრულდა”.
“უკრაინელებმა იციან თავიანთი კონსტიტუცია, იციან კანონი. გვესმის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები, გულწრფელად რომ ვთქვა, მოსაწყენი და უინტერესოა“, – განაცხადა ზელენსკიმ ცენტრალური აზიის მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, პუტინის მხრიდან ასეთი თავდასხმები მას დიდად არ აწუხებს.
ამავე ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა პუტინს ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე არაადეკვატური მტერი უწოდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს