ზელენსკი – რუსეთი ცდილობდა, კურსკის ოლქში პოზიციებიდან უკან დაგვეხია, მაგრამ ჩვენ საზღვრებს ვინარჩუნებთ


ავტორი
Front News საქართველო
რუსული არმია ცდილობდა დაებრუნებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები კურსკის ოლქში, მაგრამ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ საზღვრების შენარჩუნებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დღეს ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის ესაუბრა, რომელმაც მოახსენა ვითარება ფრონტის ყველა მიმართულების და კურსკის ოპერაციის შესახებ.
“კურსკის ოპერაციასთან დაკავშირებით: იყო რუსეთის მხრიდან მცდელობები ჩვენი პოზიციებიდან უკან დაგვეწია, მაგრამ ჩვენ გვიჭირავს განსაზღვრული ხაზები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს, რომლებიც პოკროვსკის მიმართულებას იცავენ.
”ზოგადად, დონეცკის რეგიონი და ზაპოროჟიეს მიმართულება ძალიან რთული პირობებია, ეს არის მტრის სასტიკი ქმედებები, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფების გამძლეობა გადამწყვეტია. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მდგრადობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს