ზელენსკი – რუსეთის ყოველი ასეთი თავდასხმა ადასტურებს, რომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება პარტნიორებისგან


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა უკრაინას 1 თებერვლის ღამეს რაკეტებით, თავდასხმის დრონებით და საჰაერო ბომბებით შეუტია. უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება პარტნიორებისგან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, პოლტავაში სახლზე დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ზარალია ასევე ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და კიევის ოლქებში.
“ამ დროისთვის ვიცით ექვსი დაჭრილის შესახებ. ხარკოვში ერთი ადამიანი დაიღუპა დრონის თავდასხმის შედეგად. ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის ამ თავდასხმამ სუმის რეგიონში. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს”, – წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ყოველი ასეთი თავდასხმა ადასტურებს, რომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება რუსული ტერორიზმისგან თავის დასაცავად.
“ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ყოველი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა – ეს არის სიცოცხლის გადარჩენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იმოქმედონ, განახორციელონ ჩვენი შეთანხმებები და გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს