ზელენსკი – რუსეთის თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება, არიან დაღუპულები და დაშავებულები


ავტორი
Front News საქართველო
23 იანვარს უკრაინაზე რუსული არმიის დილის სარაკეტო თავდასხმისას ექვსი უკრაინელი დაიღუპა და 78 დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“სამაშველო ოპერაცია გრძელდება რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ ჩვენს ქალაქებსა და ხალხზე – მიზანმიმართული ტერორი ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგ კიევში, ხარკოვში, პავლოგრადში. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები”, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, კიევის მტრის დაბომბვის შედეგად უკვე ცნობილია 22 დაშავებულის შესახებ.
“ხარკოვში, ტერორისტების თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 51 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაშავდა. ნანგრევებიდან 27 ადამიანი გამოიყვანეს. პავლოგრადში რუსულმა ტერორმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გმირ მაშველებს, რომლებიც ყოველთვის პირველები მიდიან მტრის დაბომბვის ადგილებზე, მიუხედავად ყველა სირთულისა, აგრძელებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ხალხის გადასარჩენად.
“მადლობა ჩვენს ყველა დამცველს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს, ყველას, ვისი გულიც უბრალოდ გრძნობს, რომ სხვებს მათი ზრუნვა სჭირდებათ, უნდა დავეხმაროთ სხვებს, როდესაც ცხოვრება მასზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს