ზელენსკი – რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ასობით ავიაიერიში განახორციელა, მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეასრულონ შეთანხმებები


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო კვირის განმავლობაში რუსებმა ასობით დარტყმა მიაყენეს უკრაინის ქალაქებს, სოფლებს და ჩვენი მეომრების პოზიციებს ფრონტის ხაზზე. მხოლოდ ერთ კვირაში თითქმის 700 საჰაერო ბომბი და 600-ზე მეტი თავდასხმის დრონი იქნა გამოყენებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად შეთანხმებების შესრულება მნიშვნელოვანია.
“ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა შეასრულონ ჩვენს შორის უკვე არსებული შეთანხმებები. ნატოს სამიტის გადაწყვეტილება ვაშინგტონში, ისევე როგორც “რამშტაინის” შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესახებ, ჯერ არ არის სრულად შესრულებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ესაუბრა პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, უკრაინას მათთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების მინიჭების შესაძლებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია.
“ამაში შეუძლებელი არაფერია და ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს საერთო უნარს, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტია. ეს არის ზუსტად ისეთი ძალა, რომელიც შესაძლებელს ხდის გრძელვადიან მშვიდობას. რუსეთი არ წყვეტს თავის ომებს სურვილისამებრ – მას უნდა აიძულო მშვიდობა. და ამ იძულების ნაწილი უნდა იყოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის რაოდენობა და ხარისხი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს