ზელენსკი – რუსეთმა დღემდე 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს პერსონალის და არტილერიის უზარმაზარი დანაკარგები განიცადა.
როგორც მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, მისი შეფასებით, რუსეთმა 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ.
ზელენსკის თქმით, ზუსტ ციფრებს ვერ ასახელებს, მაგრამ “ძალიან დიდი განსხვავებაა” ორი ქვეყნის დანაკარგებს შორის.
“როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს არის არა მხოლოდ იარაღი, არამედ პირველ რიგში, ჩვენი სამხედროების დაცვა.
ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მოვახდინეთ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დეოკუპაცია. ამაში ნამდვილად დაგვეხმარა არტილერია და ახალი ტექნოლოგიები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, მტრის საერთო საბრძოლო დანაკარგებმა 24 თებერვლიდან 10 ნოემბრამდე დაახლოებით 78 ათას 690 ადამიანი შეადგინა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს