ზელენსკი – რუსეთმა ღამით 60 “შაჰედი” და თითქმის 90 რაკეტა გამოიყენა


ავტორი
Front News საქართველო
22 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინას 60-ზე მეტი “შაჰედით” და თითქმის 90 რაკეტით შეუტიეს, თავდასხმის ქვეშ იყო ენერგეტიკის სექტორი, სახლები და ტროლეიბუსიც კი იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ყველა ქალაქში უკვე მუშაობს საჭირო სერვისები.
“ელექტროენერგიის აღდგენა გრძელდება. ხარკოვი და რეგიონი, ზაპოროჟიე, სუმი, პოლტავა, დნეპროპეტროვსკი, ოდესა, ხმელნიცკი და რეგიონი, ვინიცას, ივანო-ფრანკოვსკის რაიონებში – ყველგან, სადაც ეს საჭიროა, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება ღამიდან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ, რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, მოუწოდა პარტნიორებს, მიაწოდონ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, კერძოდ, Patriot-ის სისტემები.
“ამ სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლების დასაცავად. ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი მხარდაჭერა. ეს საჭირო გადაწყვეტილებებია. სიცოცხლე უნდა დავიცვათ ამ ველურებისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskyy.official%2Fvideos%2F4412667662292386%2F&show_text=false&width=269&t=0″ width=”269″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს