ზელენსკი – რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია უკრაინასთან ენერგეტიკული ზავის პირობები, მათი ყველა დაპირება მთავრდება რაკეტებით და დრონებით


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაარღვია უკრაინასთან ენერგეტიკული ზავის პირობები. რუსებმა დრონებით ხერსონის თბოელექტროსადგურს დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს ხერსონში არის ახალი მიზანმიმართული დარტყმა რუსული დრონების მიერ ენერგეტიკულ ობიექტზე – ხერსონის თბოელექტროსადგურზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მას მიაჩნია, რომ ასეთი თავდასხმები არ შეიძლება იყოს შემთხვევითობა, რადგან რუსებმა იციან, რომ ეს არის ენერგეტიკული ობიექტი და რომ ასეთი ობიექტები დაცული უნდა იყოს ყოველგვარი თავდასხმისგან, იმის მიხედვით, რასაც რუსეთი დაჰპირდა ამერიკულ მხარეს.
“რუსეთის ყველა დაპირება მთავრდება რაკეტებითა და დრონებით, ბომბებით თუ არტილერიით. მათთვის დიპლომატია ცარიელი სიტყვაა. ამიტომ საჭიროა ზეწოლა – საკმარისი ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ იგრძნონ ყოველი მოტყუების, ყოველი დარტყმის შედეგები, ყოველდღე, როცა ადამიანებს სიცოცხლეს ართმევენ და ომს ახანგრძლივებენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს