ზელენსკი – რუსეთმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ბატალიონი დაკარგა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დაკარგა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში კურსკის ოლქში ზარალს მოიცავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის მოხსენება კურსკის ოლქში არსებული ვითარების შესახებ.
“კერძოდ, ერთ-ერთი სოფლის მიდამოებში დღეს და გუშინ გამართულ ბრძოლებში რუსეთის არმიამ დაკარგა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების და რუსი მედესანტეების ბატალიონამდე და ეს შესამჩნევია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ახლა რამშტაინის შეხვედრისთვის და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
“სიცოცხლეს დაცვა სჭირდება აქ და ახლა უკრაინაში, ამისთვის კი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უნდა იმუშაონ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს