ზელენსკი – რუსეთმა უნდა იგრძნოს და ახსოვდეს, რომ აგრესორი აგრესიისგან ყველაზე მეტს კარგავს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა სამუდამოდ უნდა იგრძნოს და ახსოვდეს, რომ აგრესიისგან ყველაზე მეტს სწორედ აგრესორი კარგავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“რუსეთი პასუხს აგებს მთელი ამ ტერორისთვის – ასეც უნდა იყოს. რომ არ ყოფილიყო მოსკოვის გადაწყვეტილებები ამ აგრესიის და ამ ტერორის დაწყებაზე, დღეს ათასობით ადამიანი ცოცხალი იქნებოდა. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთის სრული, სამართლიანი პასუხისმგებლობა ყველა დონეზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ინდივიდუალურ დონეზე, ომის ყველა დამნაშავემ და ყველა ტერორისტმა ასევე პასუხი უნდა აგოს.
“და მთელი ტერორისტული სახელმწიფოს დონეზე – თავისი ქონებითა და შესაძლებლობებით. რუსეთმა სამუდამოდ უნდა იგრძნოს და ახსოვდეს, რომ აგრესორი ყველაზე მეტს კარგავს აგრესიისგან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი